Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჩერნობილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა

თარიღი : 26-04-2015, 14:38 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჩერნობილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.
ჩერნობილელთა ხსოვნის მემორიალთან ქუთაისის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილები მიიტანეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს.
მემორიალთან წმინდა დოსითეოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ზურაბმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მემორიალთან ის ადამინებიც მივიდნენ, რომლებიც ტრაგედიის დროს ჩერნობილში იმყოფებოდნენ.
ქუთაისიდან ტრაგედიის დროს ჩერნობილში 130 ადამიანი იმყოფებოდა ,აქედან 26 გარდაცვლილია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ მატერიალური დახმარება გადაეცემათ.მატერიალურ დახმარებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა დაეკონომიკური ზიანით.
მეოთხე ბლოკში უშუალოდ აფეთქების დროს დაიღუპა ერთი კაცი, კიდევ ერთი დამწვრობებით დაიღუპა იმავე დღეს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 134 თანამშრომლიდან და მაშველი ჯგუფის წევრებიდან, რომლებიც აფეთქებისას იმყოფებოდნენ სადგურზე, მოგვიანებით 28 დაიღუპა დასხივების შედეგად.


ნანახია: 1594-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტრაგედიის დროს ჩერნობილში ქუთაისიდან 129 ადამიანი იმყოფებოდა, 25 მათგანი გარდაცვლილია.
მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი წმინდა დოსითეოსის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ზურაბმა გადაიხადა.
ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.
ხარაგაულში, 9 აპრილის სახელობის სკვერში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოში 27 წლის წინ
იმერეთიდან ომს 34 მებრძოლი ემსხვერპლა.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით,

ამინდი