Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ან ხელისუფლება შეეშვება პარლამენტს ქუთაისში, ან ის მიიღებს პანღურს ქუთაისისგან"

თარიღი : 25-04-2015, 20:04 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“პრემიერ -მინისტრის განცხადება საქართველოს პარლამენტის შენობასთან და ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლთან დაკავშირებით მორიგი უპასუხისმგებლობა და საკანონმდებლო ნორმებთან აგდებული დამოკიდებულებაა,” – ასე აფასებს ქუთაისში, მთავრობის სახლის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.
ბარათაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ვერ იაზრებს იმ შედეგს, რაც მათი მხრიდან კონსტიტუციის შეურაცხყოფას მომავალში მოჰყვება.
„ როცა ხელისუფლება თავად არღვევს კანონს, ის წახალისებას უკეთებს სამართლებრივი სივრციდან დანარჩენი საზოგადოების გამოსვლასაც.
ახალი ხელისუფლების მოსვლიდან სამი წლის შემდეგ ქუთაისი სოციალური კატასტროფის წინაშეა, ქალაქი იცლება და დარჩენილი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა. ქუთაისი ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობისგან პროგრესს ელის და ეს პროგრესი ნგრევასთან ვერ იქნება ასოცირებული.
პარლამენტის შენობის ფუნქციონირება ქალაქ ქუთაისში კონსტიტუციითაა გაწერილი და რომელიმე კონკრეტული მუხლის ცვლილება ივანიშვილ-ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის.
ან ხელისუფლება შეეშვება პარლამენტს ქუთაისში, ან ის მიიღებს პანღურს ქუთაისისგან!,“ - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.


ნანახია: 2717-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის ყოფილი შენობა სავარაუდოდ
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღუსრულებლობაზე
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით ქალაქსა და ქვეყანაში მოქმედი
"არა გაზპრომს," - აღნიშნული სახელწოდებით ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის წინ ფილაქანი აიყარა.
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს.

ამინდი