Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჯერჯერობით არ ვიცი როგორ გადაწყდება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობისა და მთავრობის სახლის ბედი"

თარიღი : 25-04-2015, 18:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"მე ვმუშაობდი ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლში, ეს არის მოუხერხებელი შენობა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, მისთვის უცნობია როგორ გადაწყდება ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის ბედი.
"მე არ ვიცი რა იქნება მთავრობის სახლში, რადგან ის საკმაოდ ძვირი დაუჯდა წინა ხელისუფლებას და არა მგონია, რომელიმე ბიზნესმენმა იყიდოს ის. ეს არის არაკომფორტული შენობა, მე იქ ვმუშაობდი. ქუთაისს აქვს პარლამენტის შენობა და მთავრობის სახლი, ამ დროს კი ქალაქში წყალი არ არის. ჯერჯერობით არ ვიცი როგორ გადაწყდება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობისა და მთავრობის სახლის ბედი, მაგრამ გარკვეულ პარლამენტარებს ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
დღესვე ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. "ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ მაქვს, ალბათ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.


ნანახია: 1727-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის ყოფილი შენობა სავარაუდოდ
როგორც თავისუფალი დემოკრატები წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, შენობის გაყიდვა რაც შეიძლება მცირე ხანში უნდა მოხდეს.
ელისო ჩაფიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შენობის გაყიდვით ქვეყანას ეკონომიკური სარგებელი ექნება.
როგორ ფიქრობთ, უნდა გაიყიდოს თუ არა ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი?

ამინდი