Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მებაღჩეობის განვითარება, რესტორნის მომსახურება და ბუნების წიაღში დასვენება-ქუთაისის მერიის ხარჯები

თარიღი : 10-02-2015, 13:22 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მერიას ბიუჯეტის თანხების რაციონალური ხარჯვისაკენ მოუწოდებს.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ მერიის 2015 წლის შესყიდვების გეგმა გააკრიტიკა.

„მერიას 400 000 ლარი უდევს მებაღჩეობის განვითარებისათვის. ქუთაისში რომელი მებაღჩეობა უნდა განვითარდეს. 100 000 ლარს რესტორნის მომსახურების შესყიდვაზე, ხოლო 54 000 ლარს ბუნების წიაღში, სასტუმროს გარეშე დასვენებაზე ხარჯავენ. ავეჯის შესაძენად 160 000 ლარი აქვთ გაწერილი, 155 000 ლარი კომპიუტერული ტექნიკის გამოსაცვლელად.
მოვუწოდებ მათ, რომ ასეთ სისულელებზე თანხების ხარჯვას თავი დაანებონ და ცენტრალური ხელისუფლება დაარწმუნონ იმაში, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში გადმოვიდეს,“ - ამბობს წულაია.
ქუთაისის მერიაში კომენტარს მხოლოდ კომპიუტერული ტექნიკის გამოცვლის საჭიროებაზე აკეთებენ და განმარტავენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ელექტრონული საქმის წარმოებაზე გადადის.
„ ტექნიკის ნაწილი მოძველებულია და საჭიროებს განახლებას. როგორც ჩანს გოგი წულაია თანამედროვე სტანდარტებს არ აღიარებს და ეტყობა ისევ ძველი მეთოდებით მუშაობს ,მაგალითად საანგარიშო ჩოთქით,“ - აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 2094-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას ქალაქში პარკირების საკითხის
საქმე ეხება გუშინ გამართულ პრესკონფერენციას სადაც წულაიამ ადგილობრივი მთავრობა ბიუჯეტის არამიზნობრივ შედგენაში დაადანაშაულა.
წულაიას ბრალდებებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
ქუთაისში, საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა ქალაქის მერიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი
„თავისუფალი საქართველო“ ქუთაისის მერიას საბინაო ფონდის შექმნისა და მოქალაქეთა პრობლემებზე რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.