Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში დასაქმების მსურველები ფიქრობენ, რომ კადრებს სუს-ი დააკომპლექტებს

თარიღი : 29-10-2014, 21:32 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში 179 ვაკანტურ თანამდებობაზე ამ დროისთვის 1000-ზე მეტი განაცხადია შესული.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმათველობას საჯარო მოხელეობის ათასობით მსურველმა უკვე მიმართა, მათ უმრავლესობას კონკურსის ობიექტურობის არ სჯერათ და ნეპოტიზმის შემთხვევვებს არ გამორიცხავენ.

"ქუთაისის მერიაში კადრების დანიშვნას ახორციელებს სუს-ი. ვიმედოვნებ, რომ მუდმივქმომედი-საკონკურსო საატესტაციო კომისია მათგან თავს დააღწევს და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს,"- აცხადებს კონკურსანტი ზვიად წაქაძე.

"ვაპირებ, შევიტანო განაცხადი და მივიღო მონაწილოება კონკურსში. ძალიან მინდა, რომ ობიექტური იყოს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატეტსაციო კომისია. იმედია, წინა წლების მსგავსად მერიაში ახლობლებს არ დაასაქმებენ",- აცხადებს მერიაში დასაქმების მსურველი ნანა კუკულავა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დავით დვალის თქმით, მერიაში კადრების ნეპოტიზმით დანიშვნა გამორიცხულია, ის კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარების პირობას დებს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში ამ დროსთვის დაახლოებით 800-მდე ადამიანი მუშაობს, რეორგანზიაციის შემდეგ ეს რიცხვი 350-მდე შემცირდება.


ნანახია: 1790-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიაში არსებული მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამოუკიდებელი წევრებმა ზურაბ ხურციძემ და ნუგზარ კვირიკაშვილმა
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მუშაობა დაიწყო.
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული კონკურსის ბოლო ეტაპზე-გასაუბრებაზე დასწრებისა და დაკვირვების მიზნით, მერიის
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამოუკიდებელი წევრი ზურაბ ხურციძე კომისიას ტოვებს. ხურციძის თქმით,
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ ქალაქის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო

ამინდი