Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სასწრაფოსთვის გარემონტებული შენობა პრეზიდენტმა გაასხვისა?

თარიღი : 10-09-2013, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობა პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაის თქმით, გამოძიება, რომელსაც პროიკურატურა ქუთაისში, სასწრაფო დახმარების შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით ახორციელებდა, უშედეგოდ დასრულდა.
„მე ხელთ მაქვს ორი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტი. ერთში წერია, რომ შენობა, რომელიც ქუთაისში სასწრაფოსთვის გარემონტდა და რომლიდანაც გარემონტების შემდეგ სასწრაფო გამოუშვეს, უსასყიდლოდ გადაეცა „ჩემი ოჯახის კლინიკას“, რომელიც სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" საკუთრებაა. ხოლო მეორე დოკუმენტით, აღნიშნული შენობა 240 000 ლარად პრეზიდენტმა პირდაპირი მიყიდვის წესით „ჩემი ოჯახის კლინიკას“ მიყიდა. შედეგად, სასწრაფო დახმარების სამსახურს არანორმალურ, მე-19 საუკუნის პირობებში უწევს ცხოვრება, ხოლო გარემონტებული შენობა ნადგურდება,“ - ამბობს წულაია.
გოგი წულაია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას ჩაერიოს სადაზღვევო კომპანიების საქმიანობაში. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიები ბიზნესის კეთებით არ უნდა იყვნენ დაკავებული.
„ჩვენ კვლავ მოვითხო0ვთ, სასწრაფოსთვის გარემონტებული შენობა სასწრაფოს დაუბრუნდეს. პროკურატურამ საქმეზე ძიება დაასრულა და მოგვწერა, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ეს იმის ბრალია, რომ პროკურატურაში ისევ ყოფილი ხელისუფლების კადრები არიან, რომლებიც „ნაციონალების“ დანაშაულების გათეთრებით არიან დაკავებული,“ - ამბობს წულაია.


ნანახია: 2043-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაია მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიებს მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ფუნქცია უნდა დარჩეთ და ისინი წამლის ბიზნესს,
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობა ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სკვერში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო
გოგი წულაია, ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგიენოს მოუწოდებს, რომ სასწრაფოები კვლავ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში დაბრუნდეს. წულაის
პარტია 'თავისუფალი საქართველო'-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას სისხლის სამართლის დანაშაულში
„ჩემი ოჯახის კლინიკის“ მფლობელობაში არსებული ფართიდან სამსახურმა მისთვის განკუთვნილ შენობაში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც სასწრაფო

ამინდი