Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიციელების ცემა თუ დაუმორჩილებლობა?-ქუთაისის სასამართლომ ოთხი პირი 300-300 ლარით დააჯარიმა

თარიღი : 23-06-2014, 18:09 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულ შოთა ჟვანიას, ომარ ჟორჟოლიანს, რამაზ ჯავახაძესა და გრიგოლ ახვლედიანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 300-300 ლარის გადახდა დააკისრა.
აღნიშნული პირები წყალტუბოს სოფელ მაღლაკის მკვიდრები არიან. სასამართლომ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გაასამართლა, რაც სამსხურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციისათვის დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, ჟვანია, ჟორჟოლიანი, ჯავახაძე და ახვლედიანი ქუთაისში ჩხუბობდნენ. სამართალდამცავებმა მათ ჩხუბის შეწყვეტისა და წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდეს, რასაც ეს უკანასკნელები არ დაემორჩილნენ. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა პოლიციელები სცემეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელების ცემას არ ადასტურებენ.


ნანახია: 2139-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კობა კუბლაშვილს ბრალად 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებოდა, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს“ გულშემატკივრები 100 ლარიდან 500 ლარამდე დააჯარიმა.
რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, კუბლაშვილის დაკავება ქორწილში ჩხუბისა და მიერ მიერ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა.
მოქალაქე ი.ჩ იუსტიციის სახლში დღეს მას შემდეგ დააკავეს, რაც მომსახურების მისაღებად მისულმა იუსტიციის სახლის ოპერატორს სიტყვიერი

ამინდი