Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები დააჯარიმეს

თარიღი : 23-06-2014, 17:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმებმა სამედიცინო დაწესებულების მფლობელი კომპანიის „ჩემი ოჯახის კლინიკის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
ექიმებმა იმ ჯარიმების გაუქმება მოითხოვეს, რომელიც მათ საავადმყოფომ დააკისრა.
„მივიღეთ ფინანსური ჯარიმები თითქოს კომპანიამ განიცადა ფინანსური ზარალი ჩვენს მიერ უხარისხოდ წარმოებული დოკუმენტების გამო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ სახელმწიფოსგან ეს თანხები მიიღო, ხოლო ისინი ცდილობენ შიდა აუდიტის საფუძველზე ცდილობენ ეს თანხებიუ დააკორექტირონ და ჩვენ ეს ხელფასზე აგვესახოს ფინანსურ ჯარიმად. ჩვენი მოთხოვნაა, გაუქმდეს ეს ბრძანება, რომელიც ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე პაატა სირბილაძე.
ექიმების აქციას „ჩემი ოჯახის კლინიკის“ რეგიონალური კოორდინატორი ანჟელა ორჯონიკიძე გამოეხმაურა. ორჯონიკიძის თქმით, სამედიცინო დაწესებულება მზად არის შეფასების კრიტერიუმებს გადახედოს.
„სამედიცინო კორპორაციის შიგნით შექმნილმა აუდიტის ჯგუფმა კლინიკაში სამედიცინო ისტორიები შეაფასა, რასაც სამედიცინო პერსონალის პროტესტი მოჰყვა. „ჩემი ოჯახის კლინიკა 42 სამედიცინო დაწესებულებისაგან შედგება. კორპორაციის მართვა შიდა კონტროლის გარეშე წარმოუდგენელია. შიდა აუდიტი ცოცხალი პროცესია და ორივე მხარე მზად არის კრიტერიუმებს გადახედოს,“ - ამბობს ორჯონიკიძე.


ნანახია: 7183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ევექსის“ იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ანჟელა ორჯონიკიძე განმარტავს, რომ მისი მიზანი კვალიფიციური კადრების შერჩევაა, თუმცა
სს „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქუთაისის რეგიონალური საავადმყოფოში, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისა და სამედიცინო დახმარების
გაფიცულ ექიმებს ინტერვენციულის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე შეხვდა, რომელიც თანამშრომლებს დავალიანებების ანაზღაურებას მიმდინარე
ჰოსპიტალ 'მედიქალსიტი'-ში პროფესორ გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა ქუთაისის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო
საავადმყოფოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 200 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო
ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებებს შორის არსებული კონკურენცია უკვე ღიად შესამჩნევია.

ამინდი