Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ აგროვებს ხელმოწერებს ტელეკომპანია 'რიონის' დახურვის მოთხოვნით?

თარიღი : 21-06-2014, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ტელეკომპანია "რიონის" მუშაობის ხარისხის შესახებ ორკაციანმა ჯგუფმა არაოფიციალური გამოკითხვა დაიწყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გამოკითხვის ავტორები რესპონდენტებს რამდენიმე კითხვით მიმართავენ; მოსწონთ თუ არა ტელეკომპანია"რიონი"? მათი აზრით ხომ არ მოძველდა ეს ტელევიზია და რა აზრის არიან ახალი ტელევიზიის შექმნაზე?
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ინტერვიუერები ტელევიზიის დახურვის მომხრეებს პოზიციას ხელმოწერით ადასტურებინებენ. გამოკითხვას შემთხვევით შეესწრო ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელიც.
ტელევიზიის გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე ტელევიზიის მიერ გამოკითხვის დაკვეთას და შესაბამისად ინტერვიუერების მიერ ნებისმიერი სახის ინტერპრეტაციას გამორიცხავს. არხის ხელმძღვანელი მომხდარს მხოლოდ კონკურენციით ხსნის და ამბობს, რომ ტელევიზიის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხის შერყევის მცდელობა მხოლოდ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას უკავშირდება.
"ვადასტურებ, რომ არანაირი გამოკითხვა არ დამიკვეთავს. ეს მხოლოდ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის წინ ტელევიზიებს შორის გამძაფრებულ კონკურენციას უკავშირდება. კონკრეტიკაზე საუბარი ამ მომენტში არ შემიძლია, თუმცა, მალე გავარკვევთ ვინ არის ეს ორი ადამიანი. რაც შეეხება დახურვის საფრთხეს, ტელეკომპანია "რიონს" არანაირი პრობლემა არ აქვს",–ამბობს თამარ ღვინიანიძე.
ღვინიანიძის საუბრიდან გამომდინარე, ტელეკომპანია "რიონის" მაუწყებლობის ხარისხის შესახებ გამოკითხვით შესაძლოა ქუთაისში არხის ერთადერთი კონკურენტი "მეგა TV" იყოს დაინტერესებული, თუმცა, "მეგა TV-ის" მენეჯერი ნანა თოშხუა კონკურენტი ტელევიზიის მიმართ გამოკითხვის დაკვეთას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ ის ამ საკითხით არ არის დაინტერესებული.
"ნამდვილად არასდროს მიმიმართავს ასეთი ავანტიურისტული ქმედებისთვის და საერთოდ პირვლად მესმის თქვენგან ეს ინფორმაცია. ცხადია, "მეგა TV" –ს არ დაუკვეთავს მსგავსი ტიპის გამოკითხვა და საერთოდ არ ვინტერსედები ამ საკითხით",–ამბობს ნანა თოშხუა.
ვინ ატარებდა არაოფიციალურ გამოკითხვას ტელერადიოკომანია "რიონის' მუშაობის ხარისხთან დაკავშირებით და ვინ აგროვებს ხელმოწერებს დამოუკიდებელი ტელევიზიის დახურვის მოთხოვნით, ამ საკითხს სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ. არხის გენერალურმა დირექტორმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა. მისი თქმით, თვითმხილველებმა იმ ავტომობილის სერიული ნომერიც დააფიქსირეს, რომლითაც ინტერვიუერები გადაადგილდებოდნენ.


ნანახია: 2398-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თოშხუას განცხადებით, „რიონის“ ბრალდებები მათი ტელევიზიის მისამართით აბსურდულია და სიმართლეს არ შეეფერება.
ორ ტელეკომპანიას შორის დავამ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გადაინაცვლა.
როგორც ტელევიზიის მფლობელი კოტე ცირეკიძე ტოპნიუსთან საუბრისას აცხადებს, ტელევიზიის გახსნის მიზეზი ის გახდა, რომ მას სურს ქალაქს
ტელეკომპანია"ქუთაისის" ადმინისტრაცია და თანამშრომლები ხვალ, საკაბელო კომპანია "სატელიტსერვისის" შენობასთან,

ამინდი