Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წულაია ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ‘ქართულ ოცნებასთან’ თანამშრომლობაში ადანაშაულებს

თარიღი : 21-06-2014, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„არასაპარლამენტო ოპოზიციის სიის პირველმა ნომერმა გოგი წულაიამ ქუთაისის 30 უბანზე ბათილი ბიულეტინების განმეორებით დათვლის მოთხოვნით სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. წულაია ვარაუდობს, რომ ბათილ ბიულეტინებს შორის ის ბიულეტინებიც არის, რომლებზეც ბათილობის საფუძველი არ არსებობდა. წულაია მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილ ბიულეტინებს შორის ის ბიულეტინებიც მიათვალა, სადაც „არასაპარლამენტო ოპოზიციაა“ შემოხაზული. ბლოკის სიის პირველი ნომერი ქუთაისის საოლქო კომისიას „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაში ადანაშუალებს.
„ჩვენი საჩივარი ბათილი ბიულეტინების განმეორებით დათვლასთან დაკავშირებით ქუთაისის საოქლო საარჩევნო კომისიამ ქვორუმის არარსებობის გამო არ დააკმაყოფილა. სინამდვილეში ქვორუმი იყო და ეს ყველამ ნახა, მაგრამ ისინი შეგნებულად მალავენ ბათილ ბიულეტინებს, რაც ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამიტომაც შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში, რადგან სასამართლოს გზით მოვითხოვოთ ამ უბნების გახსნა“,-ამბობს წულაია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისში 3 500-მდე ბიულეტინი გაბათილდა, რაც „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მტკიცებით სხვა არჩევნების შედეგბთან შედარებით კოლოსარული ციფრია.


ნანახია: 2368-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უარის მიზეზად მოთხოვნის დაუსაბუთებულობა დასახელდა
საჩივრის ავტორი ბათილი ბიულეტინების განსაკუთრებით დიდ რაოდენობაზე საუბრობდა
წულაიამ აქცია ქუთაისის საოლქო კომისიასთან გამართა
'თვალწინ მიდგას „ნაციონალებით“ და „ოცნებით“ დაკომპლექტებული საკრებულო'
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათისაა,რაც იმას ნიშნავს ,რომ
15 ივნისის ადგილობრიივ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია. ქუთაისის #59-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქში

ამინდი