Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მდიდარი წარსულით ღირსეული მომავლისკენ’ -დევნილთა დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი ქუთაისში

თარიღი : 20-06-2014, 16:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისის ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე, სხვადასხვა რაიონების არასამთავრობო ორგნიზაციების წამომადგენლებმა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევენ საქართველოში მცხოვრებ დევნილებს, საკუთარი სტენდები წარმოადგინეს. გამოფენის მიზანია სტერეოტიპის დამსხვრევა იმის შესახებ, რომ დევნილებს არ გააჩნიათ საკუთარი სოციალური კაპიტალი და რომ მათ თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის სოციალურ, ეკნომიკურ და კულტურულ განვითარებაში.
„დღეს აქ წრმოდგენილი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი სტენდებით. ყველა მათგანი აქტიურად არის ჩართული დევნილებთან პარტნიორულ საქმიანობაში და თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ქალების ბიზნესში ჩართვა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და კიდევ უამრავი სფეროა, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ“,-ამბობს „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავმჯდომარე მერი გელაშვილი.
საქალაქო ფესტივალი ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით იმართება. ფესტივალის ფარგლებში გამართული გამოფენის სლოგანია „აფხაზეთიდან აფხაზეთამდე, მდიდარი წარსულით - ღირსეული მომავლისკენ“.


ნანახია: 1681-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'შემოქმედ ქალთა ფესტივალი' პირველად 2015 წელს გაიმართა და მასში ორმოცდახუთი შემოქმედი ქალი მონაწილეობდა.
ქუთაისის გარდა მსგავსი აქცია დასავლეთ საქართველოს ათ ქალაქში ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა დაახლოებით 14-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო.
თბილისი პირველ მწვანე ფესტივალს უმასპინძლებს.
გამოფენის მიზანია საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებისა და კულტურის პოპულარიზება
ფესტივალი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობით/დასაქმების ხელშეწყობით და მათი რესურსების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოში

ამინდი