Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობოები 26 ივნისს პარლამენტთან ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას მოითხოვენ

თარიღი : 20-06-2014, 14:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი გზა“ და „რუბიკონის“ ინიციატივით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკის მოხმარება და ნარკობიზნესი საქართველოში კანონის გამკაცრების პარალელურად მასშტაბურ სახეს იღებს. აქედან გამომდინარე, მათი თქმით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა კანონის ლიბერალიზაცია.
„დღეს საქართველოში ნარკობიზნესთან ბრძოლა გაიგივებულია ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან ბრძოლასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ებრძვის არა ნარკოტიკის მოხმარებას, არამედ ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს. ციფრები ცხადყოფს, რომ კანონის გამკაცრება პირიქით ზრდის ნარკომომხმარებელთა რაოდენობას, არალეგალურ პირობებში ნარკოტიკის მოხმარება კი ასევე ზრდის დაავადების შანსს. გარდა ამისა, კანონის გამკაცრების პარალელურად ნარკოდამოკიდებული ადამიანები მიმართავენ ნარკოტიკული თრობის სხვადასხვა, ზოგჯერ ძალიან საშიშ გზას. ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს კანონის ლიბერალიზაცია ყველა სახის ნარკოტიკზე და იზრუნოს ნარკოდამოკიდებულთა განკურნებაზე“,-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი გზის“ კოორდინატორი ზაზა ქარჩხაძე.
სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში ნარკოდამოკიდებულ პირთა რიცხვი 40-დან 45 ათასამდე გაიზარდა.
მრგვალი მაგიდის მონაწილე არსამთავრობო ორგანიზაციები 26 ივნისს, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აქციას პარლამენტთან გამართავენ და ნარკოტიკის მოხმარებისთვის კანონის ლიბერალიზაციის მოთხოვნით პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცემენ.


ნანახია: 1950-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეებმა 30 ათასი ხელმოწერა პარლამენტში შეიტანეს
არაოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია და 200 000-ს აღწევს.
ქუთაისში, რეგიონალური ონკოლოგიური ცენტრის ეზოში 1963 წელს დაბადებული იასონ ჯ. და ამავე ცენტრის ექიმი, 1959 წელს დაბადებული დავით
ნარკოლოგიური შემოწმებისას გეგი ლ-ს ოპიუმის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალი მაგიდის გამართვასა და ცალ-ცალკე საკრებულოს 25-ვე დეპუტატისათვის შეხვედრაზე მოსაწვევად
ქუთაისში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ურთიერთობები და თანადგომა 2014“ ფუძნდება.

ამინდი