Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ნაციონალების’ ‘ბეგრაუნდი’ პაუზის გარეშე -ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო ძველი სახეებით

თარიღი : 19-06-2014, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მინიმუმ 4 მანდატი მოიპოვა. საკრებულოში „ნაციონალების“ კვოტით გასულ დეპუტატთა ზუსტი რაოდენობა ცესკოს მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა უალტერნატივო გეგმა „ნაციონალებს“ უკვე აქვთ. კერძოდ, საკრებულოში შესულ დეპუტატთა რაოდენობა პარტიას ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას აძლევს და „ნაციონალებიც“ ნომერ პირველ გეგმად მინიმუმ 4 კაციანი ფრაქციის შექმნას მიიჩნევენ. საკრებულოს ჯერ ისევ მოქმედი დეპუტატი გია უკლება ამბობს, რომ პირველი, რასაც „ნაციონალები“ ახალი მოწვევის საკრებულოში შესვლისთანავე გააკეთებენ, ეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოყალიბება იქნება, თუმცა, უკლებასთვის, ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქუთაისის საკრებულოში დაწყებულ დიდ „პატრიოტიზაციას“ გადარჩენილი „ნაციონალებისთვის“ , არსებითად არაფერი იცვლება, რადგან ყოფილი მმართველი პარტია ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში თითქმის იგივე შემადგენლობით ბრუნდება.
ძველი სახელწოდებით ახალ ფრაქციაში უალტერნატივოდ მოხვდება პროპორციული სიის პირველი სამეული - წინა მოწვევის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დავით გოგისვანიძე და გია უკლება და ასევე „ნაციონალი“ დეპუტატი და ქუთაისის ყოფილი მერი ბესიკ ბრეგაძე.
„ნაციონალების“ „ბეგრაუნდში“ სიახლე მხოლოდ ყოფილი ვიცე-მერი და ასევე ყოფილი ვიცე-გუბრნატორი ამირან ძოწენიძე იქნება, რომელიც ფრაქციის წევრი არასდროს ყოფილა, მაგრამ პოსტების დატოვების შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად დარჩა.
‘ნაციონალების’ ‘ბეგრაუნდი’ პაუზის გარეშე ქუთაისის საკრებულოში რამდენიმე დღეში, ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე შედგება.


ნანახია: 2636-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკრებულოში წინა მოწვევის დეპუტატებიც მოხვდნენ
ქუთაისის ახალი, მეხუთე მოწვევის საკრებულო 14 ივლისს შეიკრიბება
ფრაქციის ხელმძღვანელი გიგა შუშანია ამბობს, რომ სამუშაო ოთახის გარეშე დარჩენის მიზეზად საკრებულოში მათ ის მიზეზი დაუსახელეს, რომ
ქუთაისში მოძრაობის სიის პირველი ნომერი ფრაქცია მაჟორიტარების თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე იქნება.

ამინდი