Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიკოთის უღელტეხილი სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე გადაკეტილი იქნება

თარიღი : 19-06-2014, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის აღდგენა გეოლოგების მიერ წარმოდგენილი დასკვნის შემდეგ იგეგმება, მანამდე კი საავტომობილო გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთითაა შესაძლებელი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ვაჟა ფანჩულიძის განცხადებით, ხარაგაულის რაიონთან სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით დამცავი ჯებირებიც გაკეთდება.

“დიდილდან სტიქიის ზონაში კვლავ განახლდა გაწმენდითი სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს დამცავი კედლის სრულყოფილად მოწყობა, ასევე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება გაფართოებულ გზაზე. რაც შეეხება გზის გახსნას, ის გაიხსნება მას შემდეგ, რაც გეოლოგიური სამსახურისგან საბოლოო დასკვნა გვექნება. ჯერჯერობით მოძრაობა კვლავ მიმდინარეობს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე”,- განაცხადა ვაჟა ფანჩულიძემ.

რიკოთის უღელტეხილის აღნიშნულ მონაკვეთზე გასული 24 საათის განმავლობაში მეწყერი ორჯერ ჩამოწვა. პირველად მოძრაობა დროებით აღდგა, თუმცა მეორედ ჩამოწოლილი მიწის მასივის მოცულობის გამო, ტრანსპორტის გადაადგილების დროებით შეჩერება გახდა აუცილებელი.


ნანახია: 2176-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, 19:00 საათზე, აღნიშნულ გზაზე, თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, რის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.
ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა წუხელ, ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ვითარების გამო აიკრძალა.
შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამინდი