Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ საარჩევნო უბნის დარბევისთვის ხონელებს 4 000-4 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

თარიღი : 18-06-2014, 19:04 | კატეგორია: სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის სასამართლომ ხონის სოფელ ძეძილეთში მდებარე 22-ე უბნის დარბევაში ბრალდდებულების, ამავე სოფლის მკვიდრების-მერაბ ლორთქიფანიძის, გიორგი ლორთქიფანიძის, ხვიჩა ჩიქოვანის, ბესარიონ გორდულაძისა და მურმან გორდულაძის საქმე განიხილა.
ბრალდების მხარის, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ალექსანდრე კოხრეიძის განცხადებით, აღნიშნულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით ედება, რაც საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლასა და არჩევნების ჩაშლას ითვალისწინებს.
„ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული იმაში გამოიხატა, რომ 22-ე უბანზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფმა ბესარიონ გორდულაძემ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს აცნობა უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის სავარაუდო დამარცხების შესახებ, რასაც ტერიტორიაზე აღნიშნული პირების შეჭრა, საარჩევნო ყუთისა და ინვენტარის დაზიანება მოჰყვა,“ - განაცხადა პროკურორმა.
ბრალდების მხარე მერაბ ლორთქიფანიძის, გიორგი ლორთქიფანიძის, ხვიჩა ჩიქოვანის, ბესარიონ გორდულაძისა და მურმან გორდულაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 4 000 -4 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. ბრალდებულების ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს ოდენობა 4 000 ლარი ბრალდებულთა ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობისა გათვალისწინებით დიდ თანხას წარმოადგენდა. თუმცა მოსამართლემ ბრალდებულებისათვის 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდების საკითხზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


ნანახია: 1979-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ძეძილეთში მდებარე 22-ე საარჩევნო უბანი 15 ივნისის არჩევნების დღეს, ძეძილეთის უბანი დაარბიეს და არჩევნების შედეგები ბათილად
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მისი ძმის ლევან ბობოხიძის გირაოს თანხას მისი უძრავი ქონების გაყიდვით
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დღეს სოფელ ძეძილეთის საარჩევნო უბნის გარდა, კიდევ 13 უბანზე
ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ზურაბ ჯიბუხაისა და მისი მოადგილის ბესარიონ ჭელიძის საქმეზე გამართულ წინასასამართლო
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვით, „ნაციონალების“
ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" აქტივისტები დროშებითა და პლაკატებით იმყოფებიან.

ამინდი