Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ციფრული მაუწყებლობის უპირატესობები და ვალდებულება ქართულ ტელევიზიებს -პრეზენტაცია ქუთაისის USAID-ში

თარიღი : 18-06-2014, 16:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ციფრული მაუწყებლობის მნიშვნელობასა და ციფრულ მაუწყებლობაზე ტელევიზიების გადასვლის აუცილებლობის შესახებ მომზადებული ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა. GeoDigital.TV -ის მთავარმა რედაქტორმა პრეზენტაციაზე ციფრული მაუწყებლობის უპირატესობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ციფრული მაუწყებლობა გულისხმობს არამხოლოდ სატელევიზიო სიგნალის განსხვავებული გზით გადაცემას, არამედ ტელევიზორის ყურების ფართო შესაძლებლობებსაც.
უმაღლესი ხარისხის გამოსახულება, ხმისა და პროგრამების დიდი არჩევანი, საკუთარი ელექტრონული კატალოგი - იგივე ვირტუალური ბიბლიოთეკა, სასურველი გადაცემის ჩაწერის შესაძლებლობა, მაშინც კი, როცა სახლში არ ხართ, სასურველი არხების დაბლოკვა, პირდაპირი ეთერის შეწყვეტა და გარკვეული დროის შემდეგ პირდაპირი ტრანსლაციის შეწყვეტის მომენტიდან გაგრძელება და ა.შ. - ეს ციფრული მაუწყებლობის უპირატესობების მცირე ჩამონათვალია.
GeoDigital.TV -ის მთავარი რედაქტორი მიიჩნევს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე ქართული ტელევიზიები მოკლე დროში უნდა გადავიდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრული მაუწყებლობის შესახებ ინფორმირებული იყოს ადგილობრივი ხელისუფლება, მედია და საზოგადოებრივი ჯგუფები და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ტელევიზიები მალე გადავლენ ციფრულ მაუწყებლობაზე“-ამბობს ივან პოლტავეცი.
საქართველოში ყველა ტელევიზია ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლმადე უნდა გადავიდეს.


ნანახია: 1672-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იშვიათი გამონაკლისების გარდა, ციფრული სიგნალის მისაღებად ნებისმიერი ტელევიზორის გარდაქმნა შეიძლება.
რა შედეგი მოიტანა ე.წ. HD ხარისხმა და რამდენად მტკივნეული თუ სულაც უმტკივნეულო აღმოჩნდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი
იმერეთის რეგიონში 'ციფრული მოქალაქის' პროექტი პირველად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აიღებს სტარტს.
როგორც კომისიაში აცხადებენ, კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ

ამინდი