Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ყოველწამს შეიძლება, სახლი თავზე დამენგრას და მთელი ოჯახი ამოვწყდეთ“

თარიღი : 17-06-2014, 19:03 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში, თერნალის დასახლებაში მცხოვრები 15-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ უწევს ცხოვრება.
საუკუნეების წინ აშენებული 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლები, სადაც ძირითადად მოხუცები და ბავშები ცხოვრობენ, მწყობრიდანაა გამოსული. გასულ წელს უხვმა ნალექმა კორპუსების სახურავები ჩატეხა, რის გამოც სახლები, სადაც ისინი ცხოვრობენ, ამ დრომდე სახურავის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივების თქმით, დაბზარული კედლების, დაზიანებული ჭერისა და იატაკის გამო, ხშირად მათ ქვეწარმავლები და მღრნელები აწუხებთ.
აღნიშნულ კორპუსებში მცხოვრებლებს განსაკუთრებულ დისკომფორტს წვიმა უქმის, რის გამოც მათ ღამე სახლების დატოვება და ავტოფარეხში თავის შეფარება უწევთ.
„ყოველდღე ველოდები, რომ შეიძლება სახლი დაინგრეს. მეშინია, რომ შვილიშვილი ნანგრევებში არ მოყვეს, თორემ ჩემზე და ჩემს ქმარზე ნამდვილად არ ვჯავრობ. იქნებ ვინმე დაგვეხმაროს და ალტერნატიული ფართი მოგვცეს“, - აცხადებს ადგილობრივი ნათელა დაიანი.
წყალტუბოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ძნელაძის თქმით, თერნალის დასახლებაში მცხოვრებთა პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ცნობილია, მაგრამ მისი თქმით, მუნიციპალიტეტს საბინაო ფონდი არ აქვს, რის გამოც მათ დახმარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა მიმართონ.


ნანახია: 1765-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, გორას დასახლებაში მცხოვრები 30-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, რაიონის დატბორვის მიზეზი გაუმართავი სანიაღვრე სისტემაა, რის გამოც ყოველი წვიმის შედეგად მათი
ბაღდათის რაიონში 16 ოჯახი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა.
როგორც სკვერთან მცხოვრები ადგილობრივები აცხადებენ, სკვერში განთავსებულ ბილბორდების უკანა მხარეს მოქალაქეები საყოფაცხოვრებო
სოფელ წითელხევში მცხოვრები ამირან ლილუაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს, გუშინ კი, წვიმას ძლიერი
ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მცხოვრები ლილუაშვილების ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

ამინდი