Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თარიღი : 25-05-2023, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
25 მაისის 23:00 საათიდან 26 მაისის 20 :00 საათამდე, ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, 25 მაისის 23:00 საათიდან 26 მაისის 20:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდება აღმაშენებლის (ცენტრალურ) მოედანზე, ფალიაშვილის ქუჩაზე, კოლუმბია-მისურის ქუჩის კვეთიდან წმინდა ნინოს ქუჩის კვეთამდე.

შესაბამისად, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი მუნიციპალური ტრანსპორტი, ნაცვლად დადგენილი სვლაგეზებისა, იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:

N 1L, N 4 და N 5 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს: ფანჯიკიძის ქუჩა (ყოფილი პუშკინის ქუჩა) - წერეთლის ქუჩა - აღმაშენებლის გამზირი - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა - წითელი ხიდი.

N 19 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს: წერეთლის ქუჩა - მანდარიას ქუჩა - სოლომონ პირველის ქუჩა - საფიჩხიის მოედანი.

N 20 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდით.

N6 და N 106 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ვარლამიშვილის ქუჩისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩით.

N 3, N 41 და N 113 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩით.

N 126 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდით,"-ნათქვამია ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.


ნანახია: 222-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი