Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დედა ბაღდათის სამშობიაროში გაჩენილ ერთადერთ შვილს ეძებს

თარიღი : 24-05-2023, 13:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დედა ბაღდათის სამშობიაროში 1991 წლის 14 მაისს გაჩენილ შვილს ეძებს.

"1991 წლის 14 მაისს 7 თვის ფეხმძიმემ დავღვარე წყლები, ბაღდათის სამშობიაროში ვიმშობიარე 16 წლის ასაკში. როცა ვიმშობიარე, ნემსი გამიკეთეს და დამაძინეს. როცა
გავიღვიძე, მითხრეს, რომ ჩემი ბიჭი მკვდარი დაიბადა. ისიც მითხრეს: ბავშვი განუვითარებელი იყო, რას ეწეოდა ასეთს შენი ქმარი, რომ ასეთი ბავშვი შეგეძინაო. თუმცა ჩემი ქმარი სიგარეტსაც არ ეწეოდა. მაეჭვებს ისიც, რომ ექოსკოპიის დროს ჩვეულებრივი ჯანმრთელი ჩანდა. ჩემს ქმარს უთხრეს: არ გახსნათ ყუთი, ისე დაასფლავეთო.

იქნებ ჩემი შვილი ცოცხალია. რადგან მსგავსი ისტორიები ბევრია. მივედი ქუთაისში, იუსტიციის სახლში, გამოვითხოვე გარდაცვალების ცნობა და მითხრეს, არ ფიქსირდება გარდაცვალება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი ცოცხალია.

გთხოვთ დამეხმარეთ. ეს ჩემი ერთადერთი შვილია. იქნებ ცოცხალია, იქნებ მეძებს,"-წერს დედა სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში "ვეძებ".


ნანახია: 181-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი