Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ გამარჯვების ოლქში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

თარიღი : 24-05-2023, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის შედეგად მოწესრიგდება სამანქანო გზა, სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები. ასევე N38, N42 და N36 ბინის მიმდებარედ მოეწყობა მწვანე სივრცეები და მისასვლელი გზები.

მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ დაათვალიერა.

"გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ირაკლი შენგელია იმ ლოკაციებზე იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობა მცირე სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას ითხოვს.
საკრებულოს თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო აღნიშნულ საკითხებს და როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა უკვე დაწყებულია გარკვეული პრობლემების მოგვარება, ასევ მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაგეგმილია ირაკლი აბაშიძის ქუჩის N17-ში მდებარე ბავშვთა ატრაქციონების რეაბილიტაცია.

დღესვე ირაკლი შენგელია, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო,"-ნათქვამია ქალაქის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 199-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მიმდინარე
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კანდიდატი ოლქში შემავალი ყველა ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

ამინდი