Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დააზიანა თუ არა 'ბრინჯაოს კაცი' ქუთაისის მუზეუმმა?

თარიღი : 23-05-2023, 10:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი ბრინჯაოს ქანდაკების დაზიანებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქანდაკება ხრახნით დააზიანეს.

"ტელეკომპანია "ფორმულამ" ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულ მამაკაცის ითიფალურ ქანდაკებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. გვსურს გამოვეხმაუროთ ,,ტვ ფორმულას'' ფეისბუქ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ ცრუ ინფორმაციას.

„ბრინჯაოს კაცი“ - მამაკაცის ითიფალური ქანდაკება, ბაღდათის მახლობლად არის ნაპოვნი და ძვ.წ. აღ. VIII საუკუნით თარიღდება.

ექსპონატი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს (იმ დროს სახელწოდებით -საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი), 1924 წელს გადმოეცა და მისი სრული აღწერილობა ჯერ კიდევ 1915 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „იმერეთში''.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„ძროს, რომელზეც დგას ქანდაკება წინ და უკან სამ-სამი ნალურსმნი აქვს, რაც იმას ამტკიცებს, რომ ქანდაკება ლურსმნებით ყოფილა დამაგრებული’’.

საპასპორტო მონაცემებით: ქანდაკება წარმოადგენს ორსქესოვან არსებას, რომელსაც ქალის ტანი აქვს, სახე უწვერულვაშო, მაგრამ მამაკაცის გამომეტყველებით, თმა კი ქალურად აქვს უკან დახვეული. ეს ქანდაკება ყველა თავისი დამახასიათებელი ნიშნებითა და გამოხატულებით ფალოსის ღვთაება, ნაყოფიერების ჭეშმარიტი განსახიერებაა, რომელიც გამრავლებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

მამაკაცის ითიფალური ქანდაკება ზუსტად ამ სახით, როგორც ფოტოზე ჩანს, წლებია წარმოდგენილია მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში,"-აცხადებენ მუზეუმში.


ნანახია: 203-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი