ქუთაისში სალონი ახალგაზრდა ქალს ეძებს, რომელმაც პროცედურის თანხა არ გადაიხადა
თარიღი : 23-05-2023, 09:41 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

ქუთაისის ერთ-ერთი სალონი ახალგაზრდა ქალს ეძებს, რომელმაც სალონში თმის გამოღიავების პროცედურა ჩაიტარა და თანხა არ გადაიხადა.
"ჩემს სალონში, ნიკეას ქუჩა 1/8-ში, სილამაზის სალონ "TL"-ში, ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა ჩემს სტილისთთან მოინდომა მილირების გაკეთება. როცა ჩემმა სტილისტმა დაასრულა თმის გამოღიავება, ქალმა დაჟინებით მოითხოვა, რომ ბავშვი ყავდა მანქანაში და მეუღლესთვის უნდა ეთქვა, წაეყვანა სახლში. რა თქმა უნდა, ჩემმა სტილისტმა უარი უთხრა, რომ არ შეიძლებოდა გარეთ გასვლა, მაგრამ მისი დაჟინებით და თხოვნით მაინც გავიდა. ამის შემდეგ ეს ქალბატონი აღარ ჩანს. ძალიან გთხოვთ! თუ აქ ხართ და ამ პოსტს კითხულობთ, ის მაინც გამაგებინეთ კარგად თუ ხართ და გთხოვთ დაგვიბრუნოთ ჩვენი ნივთები (ზაჟიმები და მოსაფარებელი). ალბათ თქვენთვის ცნობილი არ არის, რომ სალონს იცავს დაცვა და ვიდეოთვალი,"-ამბობს თამუნა ლოსაბერიძე.