ხონში კარანტინი გამოცხადდა
თარიღი : 22-05-2023, 18:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ხონის მუნიციპალიტეტში, "ყავის სახლი"- ს მიმდებარე ტერიტორიასთან (პოლიცის ძველი შენობის წინ) მოძრაობდა შავი ფერის ძაღლი, რომელმაც 18 მაისს სამი ბავშვი დაკბინა.
22 მაისს, დამკბენ ცხოველს პირველადი კვლევით დაუდასტურდა ცოფი, ძაღლი დაეცა (მკვდარია).
თუ ვინმეს გქონდათ კონტაქტი მსგავს ძაღლთან დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას,"-აცხადებენ ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
დაკბენილ ბავშვებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ, თუმცა ერთ ბავშვს, სხვა დაავადების გამო, იმუნიტეტის ასამღლებელი პრეპარატი ვერ გაუკეთდა.
ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.