საკადრო ცვლილება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნიაში
თარიღი : 22-05-2023, 14:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა.
აღნიშნული თანამდებობა ალუდა თუთისანმა დაიკავა, რომელიც 2021 წლიდან 2023 წლამდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2022 წლის 28 ნოემბრიდან 2023 წლის 19 მაისამდე ოფიციალურად ასრულებდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას.
ალუდა თუთისანი პროფესიით ისტორიკოსია. მას დამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტი. მინიჭებული აქვს ამავე სპეციალობით მაგისტრის ხარისხი. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.