Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში ცოფი დადასტურდა

თარიღი : 22-05-2023, 10:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონში ცოფის ვირუსი დადასტურდა-ინფორმაციას ამის შესახებ "საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის" ხელმძღვანელი თემურ ლაჭყეპიანი ავრცელებს.

"სამწუხაროდ ცოფის ვირუსი ხონის ცუგას დაუდასტურდა, რომელსაც ადგილზე, ხონშივე აკვირდებოდნენ და გუშინ დაიღუპა. აცერით თქვენი ცხოველები ცოფზე.

მე მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ვიდეოზარით დამირეკავთ, როდესაც ყბა ჩამოუვარდება ძაღლს. ყბაჩამოვარდნილი რამდენი ვივარაუდე, ყველა დადასტურდა,"-ამბობს ლაჭყეპიანი.

"ხონელ ძაღლს დაუდასტურდა ცოფი, თანაც როგორც მიმკედლბელი ამბობს, აცრილს.

ამ ძაღლს ბავშვი დაუკბენია რამდენიმე დღის წინ და მეორე დღესვე ძაღლმა გამოავლინა ცოფის კლინიკური ნიშნები. ბავშვის ოჯახმა წაიყვანა სახლში ეს ძაღლი, დააბა და აკვირდებოდნენ, ცხადია იზოლირებულად.

ძაღლის მიმკედლებლები და არამარტო, ამბობდნენ, რომ ძაღლი არის ნაცემი და ითხოვდნენ კლინიკაში გადაყვანას. კიდევ კარგი რომ ეს არ მოხდა... და უამრავი ადამიანის სიცოცხლე არ ჩავარდა საფრთხეში.

ხალხო, გთხოვთ ნუ ეთამაშებით ამ მომაკვდინებელი ვირუსს! გთხოვთ, როცა ძაღლს აქვს ცოფის ნიშნები, ნუ ამსგავსებთ სხვა დაავადებებს და ნუ იგდებთ საკუთარ თავს საფრთხეში, ნურც სხვა ადამიანს და ცხოველს ნუ დააყენებთ გაცოფების რისკის ქვეშ.

ცოფის შემთხვევაში 10-დან 10 შემთხვევა სიკვდილით მთავრდება! მეტი სერიოზულობა გვმართებს ამ ვირუსთან ბრძოლაში,"-ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე.


ნანახია: 233-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი