Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ითვალისწინებს აკაკი წერეთლის საფლავის პატივგების ტრადიცია, რომელიც წლების შემდეგ აღდგა?

თარიღი : 21-05-2023, 18:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელების მიერ აკაკი წერეთლის საფლავის პატივგების ტრადიცია აღდგა.

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის, გრიგოლ ქობალიანის ინიციატივით, აკაკი წერეთლის საფლავი მთაწმინდაზე „სავარდო და სამაისო“ ქალაქიდან ჩატანილი ვარდების გვირგვინით შეიმკო.

ბიბლიოთეკის დირექტორმა დეტალურად ისაუბრა აკაკის ანდერძისა და ამ ტრადიციის აღდგენის მნიშვნელობაზე.

პანთეონში შეკრებილებს მიმართა საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა და ფილოლოგიის დოქტორმა, სერგეი მესხისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატმა, დავით წერეთელმა. მან აღნიშნულ ინიციატივას ეროვნული წამოწყება უწოდა.

აკაკის დამსახურებაზე პოეტმა ბელა უჩაძემ ისაუბრა.

80-იან წლებში აღდგენილი ტრადიციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ციცი ჯინჯიხაძემ, სტუდენტობისდროინდელი ემოცია გაიხსენა, როცა ქუთაისური ვარდები აკაკის საფლავზე ჩამოიტანეს.

"1915 წლის 26 იანვარს, როდესაც აკაკი გარდაიცვალა, შეიქმნა ქუთაისის, საჩხერისა და თბილისის დამკრძალავი კომიტეტები.

1907 წელს დაწერილი ანდერძის თანახმად, აკაკი ითხოვდა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, გელათში, დავით აღმაშენებლის ფერხთით დაეკრძალათ. არსებობდა სასულიერო პირების თანხმობაც.

მეორე ანდერძის მიხედვით კი, რომელიც 1912 წელს ნოტარიუსმა აბდუშელიშვილმა დაამტკიცა, აკაკის სხვიტორში, კარის ეკლესიის გვერდით დასაფლავება სურდა.

საბოლოოდ, თბილისის კომიტეტის გადაწყვეტილებით, აკაკი ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ილია ჩიქოვანმა, ქალაქის მაშინდელმა თავმა, დასაფლავების დღეს ქუთაისელი ინტელიგენციის სახელით პირობა დადო, რომ აკაკის ყოველწლიურად მაისის ვარდებს გაუგზავნიდნენ.

ამ პირობის შესრულება 1981 წელს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტების ერთმა ჯგუფმა გრიგოლ ქობალიანის ხელმღვანელობით შეძლო. თუმცა, შემდეგ ეს ტრადიცია დაირღვა.

ამჯერად, საჯარო ბიბლიოთეკამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას, დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინომატიანის მუზეუმის ხელმძღვანელის, რამაზ ობოლაძის, ფოტოგრაფ მალხაზ ახვლედიანისა და რესტორან „სახლში“ მხარდაჭერით ტრადიცია აღადგინა,"-ამბობს გრიგოლ ქობალიანი.


ნანახია: 375-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წელს 175 წელი შესრულდა აკაკის დაბადებიდან.
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით მეშვიდე საერთაშორისო სამეცნერო კონფერენცია ტარდება.
ქუთაისში, პოეტის სახელობის უნივერსიტეტში ვასილ ამაშუკელის ფილმის - "აკაკი წერეთლის მოგძაურობა რაჭა-ლეჩხუმში" ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებამდე მუნიციპალიტეტში აქტიური სამზადისი ხორციელდება.

ამინდი