Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"წყალტუბოში სრულად გამოსწორდება მრავალწლიანი პრობლემა, რაც მდინარეში ფეკალური მასების ჩადინებას უკავშირდებოდა"

თარიღი : 21-05-2023, 18:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობა მოეწყო. წყალტუბოს საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდა.

გამწმენდი ნაგებობა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ადგილზე მოინახულეს.

"წყალტუბოში, პროექტის განხორციელების შედეგად, თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით, მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და სრულად გამოსწორდება მრავალწლიანი პრობლემა, რაც მდინარეში ფეკალური მასების ჩადინებას უკავშირდებოდა.
რეგიონში ეკოლოგიური საკითხების მოსაგვარებლად დაახლოებოთ 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა,"-აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.


ნანახია: 183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 778 378 ლარით არის დაფინანსებული.
დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, გათვალისწინებულია ვანის მუზეუმის, მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ქალაქ წყალტუბოში

ამინდი