Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში, ქალაქის განახლების სამუშაოები დასრულდა

თარიღი : 20-05-2023, 15:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრამ ირაკლი ქარსელაძემ იმერეთის სახელმწიფო გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხონში "განახლებული რეგიონების" და "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების" პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტები დაათვალიერა. პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია. გრძელდება მეორე ფაზით განსაზღვრული სამუშაოები, რომელიც, ძირითადად მოიცავს რეკრეაციული სივრცეების დამატებას და ახალი მიზიდულობის ცენტრების განვითარებას.

"ეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე, ყველა დაინტერესები კერძო პირისთვის, ახალი შესაძლებლობების და საინტერესო პერსპექტივების გაჩენის კუთხით,“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ხონში, ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩებზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, განახლდა 13 შენობა, 1 პარკი და ცენტრალური მოედანი.

ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხონის ბულვარს.


ნანახია: 426-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი