Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, პირველად საქართველოში, სპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ

თარიღი : 20-05-2023, 13:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მუნიციპალიტეტში სპორტის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.
პროექტი „სპორტის პოლიტიკის განვითარება ქუთაისის მუნიციპალიტეტში“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ქუთაისის მერიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებს UNDP-ის მოწვეულმა ექსპერტმა ანატოლი კორეპანოვმა ქუთაისში ჩატარებული კვლევის ანალიზი და შეფასება გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი.

კვლევის მიხედვით გამოიკვეთა ქუთაისში სპორტის განვითარების ძლიერი მხარეები და გამოწვევები, დაისახა პრიორიტეტები, მიზნები და კონკრეტული აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისი პირველი მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელიც სპორტის სტრატეგიასა და განვითარების კონცეფციაზე მუშაობს.


ნანახია: 177-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი