'ტორპედო'-ს მთავარი მწვრთნელი გულშემატკივრებს 23 მაისს შეხვდება

23 მაისს, სამშაბათს, 18:00 საათზე „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სააქტო დარბაზში, საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს ახალი მთავარი მწვრთნელი გულშემატკივრებს და დაინტერესებულ პირებს შეხვდება.
"პირადად მოგეცემათ საშუალება სრულად გაიზიაროთ 55 წლის სპეციალისტის შეხედულებები და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიგოთ ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთად დასახული, მისი სამომავლო გეგმებისა და ამბიციების შესახებ,"-აცხადებენ საფეხბურთო კლუბში.
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი შოტლანდიელი სტივ კინია. 55 წლის სპეციალისტი პრემიერლიგაში ნამუშევარი პირველი მწვრთნელია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში იმუშავებს, მას მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, სტივ კინის კარიერა ინგლისურ, შოტლანდიურ და ავსტრალიურ კლუბებში საქმიანობას იტევს. ასევე აქვს სანაკრებო გამოცდილებაც. საფეხბურთო კლუბებში წლების მანძილზე, მენეჯმენტის კუთხით სხვა და სხვა წამყვან პოზიციებზეც უმუშავია. განსაკუთრებული საფეხბურთო ავტორიტეტითა და პროფესიონალიზმით გამორჩევა ბრიტანეთში, სადაც მას ისეთი სპეციალისტები აფასებენ, როგორებიც სერ ალექს ფერგიუსონი, ჟოზე მოურინიო, როი ჰოჯსონი და კრეიგ ბრაუნი არიან.