სოფელ დიმში, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეებს შეეჯახა
თარიღი : 19-05-2023, 12:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათის სოფელ დიმში. შემთხვევა 18 მაისს, საღამო საათებში მოხდა.
დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დიმის ცენტრში ნაძვის ხეებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟები.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.
ცნობისთვის, 22 მაისიდან ბაღდათის ტერიტორიაზე, 16 სხვადასხვა ადგილზე ვიდეოკამერები ჩაირთვება.