Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

თარიღი : 19-05-2023, 10:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი სარეკრეაციო სივრცე გაიხსნა. სკვერში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდა ახალი საპარკო სკამები, განთავსდა ფანჩატურები. უსაფრთხოების მიზნით, სკვერი შემოისაზღვრა დეკორატიული ღობით. გაკეთდა ლაბირინთი, იაპონური კვიდოს ჯიშის ბუჩქებით. სკვერი განათებული იქნება დეკორატიული ლამპიონებით. პროექტი 900 ათასამდე ლარი დაჯდა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა (რგპფ) დააფინანსა.

სკვერი, ადგილობრივ მცხოვრებლებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გახსნა.

„მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საკმაოდ ვრცელ ფართობზე, რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ სკვერის მოწყობის სამუშაოები და დღეს, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად გავხსენით ახალი სკვერი.

ახალი სარეკრეაციო სივრცე ყველა ასაკის და ინტერესის ადამიანზეა მორგებული. აქ გვაქვს როგორც საბავშვო ატრაქციონები, ასევე ფანჩატურები, დასასვენებელი და გასართობი ადგილები. ამ დასახლებაში ეს პირველი ამ ტიპის და მასშტაბის სკვერია და ვფიქრობ, საუკეთესო საჩუქარია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

სკვერში შეკრებილი ბავშვებისთვის რესტორნების ქსელის "მაკდონალდსის", "ნიღბების თეატრის" და სამხატვრო სკოლის მხარდაჭერით, შემეცნებით-გასართობი აქტივობები გაიმართა.


ნანახია: 291-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი