Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავტობუსი, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები მიყავდა, ავარიაში მოხვდა

თარიღი : 19-05-2023, 10:20 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ავტობუსი, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრები გადაყავდა, ავარიაში მოხვდა. შემთხვევა 18 მაისს, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, აეროპორტამდე დაახლოებით 10 კილომეტრში მოხდა.

"ავტობუსი რეგისტრაციამდე 7 საათით ადრე გავიდა, რადგან მივდიოდით საჩხერის გავლით. "მშვიდობით” გავიარეთ რთული უღელტეხილი, აეროპორტამდე 7-9 კმ იყო დარჩენილი (სამტრედიის ავტობამზე) მოხდა ავარია. მგზავრები ვვარაუდობდით, რომ მძღოლს ჩაეძინა, გადავიდა სავალი ზოლიდან საავარიო ზოლში და დაეჯახა გაჩერებულ ევაკუატორს. ალბათ ის რომ არა: გადავიჩეხებოდით.

როგორც კომპანია და მძღოლი ამბობს, წინ შემხვედრი მანქანის (ევაკუატორის) ბრალი იყო, თუმცა გამოვრიცხავ, რასგან არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა, არც მოსულან ევაკუატორის მძღოლები.

მე სავარძლებს შორის ჩავვარდი, სახე სავარძლებს ჩამოვარტყი, ამის შემდეგ 3-4 წამი ავტობუსი გაჩერებას ცდილობდა, მგზავრები კი ველოდებოდით რომ გადაბრუნდებოდა… საკმაოდ დიდი დარტყმა იყო, ფეხზე საკმაოდ რთული დაბეჟილობა მაქვს. კაცს სისხლი სდიოდა ცხვირიდან, აეროპორტშიც, იძახდა გატეხილი მაქვსო, მსუბუქი დაზიანებები სხვებსაც ქონდათ.

რადგან გადავრჩით, ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე, უბრალოდ მინდოდა აეროპორტში მისვლა რომ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო.

მე სალონიკში ვცხოვრობ, ჩემს ადგილს რომ ტურისტი ყოფილიყო მინიმუმ ჩაშხამდებოდა მოგზაურობაში, ასეთი სახით … და ფეხით, რომელიც რაც დრო გადის. უფრო მტკივა და სიარული ძალიან მიჭირს.

ფაქტი ის არის, რომ არაერთი შემთხვევა ხდება თურმე ასეთი ამ კომპანიაში, "ომნიბუსში" (სხვაგან არ ვიცი). ხან ბორბალი ძვრება, ხან რას ასკდება, ხან რას! აუცილებლად მსხვერპლით უნდა დასრულდეს, რომ მოვითხოვოთ და რაიმე შეცვალონ? მაგ: დამხმარე მძღოლის ღამის რეისებზე მაინც ან რეგისტრაციამდე 2 საათით ადრე რომ მიგვარბენინებენ და იქ ვდგავართ. გააჩერონ და დაისვენონ 2-3 ჯერ მაინც.

რამე რომ მოხდება, მერე დავდგეთ და ვიგლოვოთ,"-ამბობს სალი ნემსიწვერიძე.


ნანახია: 429-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ავტობუსი დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
აეროპორტში ხმაურის და შეფერხებების მიზეზი უამინდობა გახდა.

ამინდი