Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მუზეუმების ღვაწლმოსილი თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

თარიღი : 18-05-2023, 22:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ფულადი ჯილდო და სპეციალური დიპლომები გადასცა ქალაქის მუზეუმების ღვაწლმოსილ და წარმატებულ თანამშრომლებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ტრადიციულად აღვნიშნავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს და ჩვენ სახელოვან და ღვაწლმოსულ მუზეუმელებს ვაჯილდოვებთ. მინდა მივულოცო მათ ეს დღე!

მუზეუმების მესვეურნი, ჩვენი მემატიანეები და ამ ისტორიის მცველები, მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ადამიანები არიან ჩვენთვის,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დღესვე, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს კერძო კოლექციონერმა შოთა ჯღამაიამ ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ქართველი მეფეების სერიის მონეტები გადასცა საჩუქრად. ღონისძიება ქუთაისელი ახალგაზრდა პიანისტის გიორგი არაბიძის კონცერტით დასრულდა.


ნანახია: 110-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას სახელით ქალაქში არსებული მუზეუმების წარმომადგენლების საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც ღვაწლმოსილი
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.
ღონისძიებებში ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებაც ჩაერთო. ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა 9 ღვაწლმოსილ თანამშრომელს, რომლებიც
მერიამ მუზეუმის 16 ღვაწლმოსილ თანამშრომელს თანხა ორასი ლარის ოდენობით გადასცა.

ამინდი