ქუთაისში 'ნაციონალური მოძრაობის' ლიდერობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს
თარიღი : 11-05-2023, 12:05 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებში ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება კახა გაბუნიასა და ხათუნა არველაძეს შორის მოუწევთ. ორივე მათგანი "ნაციონალური მოძრაობის" ქვოტით ქუთაისის საკრებულოს წევრია.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" პარტიის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს არჩევნების გზით შეარჩევს. არჩევნების ჩატარება 16-დან 20 მაისის ჩათვლით იგეგმება.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" პარტიის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს არჩევნების გზით შეარჩევს. არჩევნების ჩატარება 16-დან 20 მაისის ჩათვლით იგეგმება.