ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს?-რას წერს 'ნაციონალური მოძრაობის' დეპუტატი?
თარიღი : 10-05-2023, 14:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ამბროლაურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამირან ლომთაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ლომთაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ჩემო ამბროლაურელებო!
როგორც თქვენთვის ცნობილია, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ვარ 2002 წლიდან. მე და ჩემს მეგობრებს ამბროლაურში მოგებული გვაქვს რევოლუციამდელი არჩევნები შევადრნაძის ხელისუფლებისთვის. ამის შემდეგ იყო საკრებულოში საქმიანობა და საქმის კეთება...იყო 2012 წლის მარცხიც და მას შემდეგ ოპოზიციაში ღირსეულად ყოფნა. მე და ჩემმა მეგობრებმა, (ბაქარ გობეჯიშვილმა, კობა კერესელიძემ და სხვებმა) ნულიდან დავიწყეთ რაიონული ორგანიზაციის აწყობა. იყო ძალიან რთული, უიმედო დღეები, თუმცა ყოველთვის გვაძლებინებდა და გვამაგრებდა ის, რომ ჩვენს მხარეს იყო სიმართლე.
ბოლო პერიოდში, ჩემდა სამწუხაროდ, "ნაციონალურ მოძრაობაში" შეინიშნება არაჯანსაღი პროცესები.
ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ტყუილი!
დასანანია, რომ ტყუილი და ცილისწამება იყო თანმდევი ხაბეიშვილის საარჩევნო კამპანიის. (და ტყუილები გრძელდება დღესაც). თავმჯდომარის არჩევნების გამოცხადებამდე კი - ხაბეიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა არასწორ დროს, არასწორი ქმედებებით პარტიაში გამიზნულად შემოიტანეს დაპირისპირება.
მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უნდა მომხდარიყო ძალთა გაერთიანება და საერთო ბრძოლის გაჩაღება ყველა მიმართულებით - მოხდა საპირისპირო, ერთიანობის ნაცვლად მივიღეთ პარტიის მისაკუთრების მცდელობა.
უდიერად დაიწყეს მოპყრობა ღვაწლმოსილ, უწესიერეს ადამიანებზე, რომლებიც პარტიის დაფუძნების დღიდან მოყვებიან ამ ქვეყნის საქმეს და მიხეილ სააკაშვილს - ერᲒულად და წესიერებით.
პარალელურად, პირდაპირი მნიშვნელობით, პოლიტსაბჭოდან გამოყარეს მათთვის არასასურველი ადამიანები. ხალხი, რომლებიც მხოლოდ მადლობას და დაფასებას იმსახურებდნენ.
ამავდროულად, პარტიის მმართველობის სადავეებთან გამოჩნდა კეზერაშვილი და ისეთი ხალხი, ვისაც ნაციონალური მოძრაობა ყველაზე კრიზისულ მომენტებში აქვს მიტოვებული. სწორედ ამ ხალხმა უღალატა მიხეილ სააკაშვილს. სწორედ ისინი ცდილობდნენ 2016 წელს მიშასთვის მისი საკუთარი პარტიის წართმევასაც კი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მე და ჩემს თანამოაზრეებს (საკრებულოს ფრაქციის წევრებს) მიგვაჩმია, რომ ახლა, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარის არჩევნები არის ენმ-ში მორიგი დაპირისპირების შემოტანის მცდელობა და პარტიის მიტაცების პროცესის გაგრძელება.
ამიტომ: არ ვიღებ მონაწილეობას რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნების Მიმდინარე, ყალბ პროცესში.
ამავდროულად, ვრჩებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებად, ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ვუერთდებით ყველა ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად და ნიკა გვარამიას და ყველა პოლიტპატიმრის გასათავისუფლებლად!
ვინარჩუნებთ ფრაქციას საკრებულოში და ვაგრძელებთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე მუშაობას,"-წერს ამირან ლომთაძე.