Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნაციონალური მოძრაობა' ცაგერში ადგილობრივმა ლიდერმა დატოვა

თარიღი : 10-05-2023, 14:03 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" ცაგერის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო
ტვილდიანმა პოსტი დატოვა. ტვილდიანი, რომელიც ცაგერის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას ხელმძღვანელობდა, შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

"ჩემს ლეჩხუმლებს! მადლობას გიხდით თანადგომისთვის, ერთგულებისთვის, გვერდით დგომისთვის. წლების მანძილზე, თითქმის ყველა ლეჩხუმელის ოჯახის კარი შევაღე, სადაც ყოველთვის ვგრძნობდი სიყვარულს. მინდა გითხრათ, რომ მარტივი არ არის ამდენი წლის ნაკოწიწები საქმის დატოვება. ჩემთვის მიუღებელია იქ ყოფნა, სადაც არაჯანსაღი პროცესია და მით უფრო თქვენთვის იმის მოწონება, რაც ჩემში უსამართლობის შეგრძნებას ქმნის.

ამიტომ არ ვიღებ მონაწილეობას პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებში. ვრჩები პარტიის რიგით წევრად და აქტიურად ჩავერთვები ყველა პროცესში, რაც მიმართული იქნება ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში,"-ამბობს ნინო ტვილდიანი.


ნანახია: 204-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დარეგისტრირებული 695 დელეგატიდან 565-მა დელეგატმა მხარი გია თევდორაძეს დაუჭირა.
პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების თქმით, მათ ამ ფორმით პოლიციას თანადგომა გამოუცხადეს.
ქუთაისში, ნაციონალური მოძრაობის რაიონულ ორგანიზაციის ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტს ნაციონალური მოძრაობის ოფისში

ამინდი