Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: 'ქართულმა ოცნებამ' 2021 წლის შედეგი გააუმჯობესა

თარიღი : 29-04-2023, 22:40 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები გააუმჯობესა.

"რადიკალურმა ოპოზიციამ ვერც ერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს აცნობიერებენ.

ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 000-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 21 000 ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, 2021 წელს 9 000 ხმა მივიღეთ. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4500 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 3200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5300-ზე მეტი ხმა, 2021 წელს მივიღეთ 3600 ხმა. ტყიბულში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1500 ხმა, 2021 წელს კი 1300-ზე ნაკლები. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1000 ხმა. ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 300 ხმა. თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა,"-განაცხადა კობახიძემ.


ნანახია: 180-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი ხმა საჩხერეში მიიღო
წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია.
წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია.
„ქართული ოცნების“ თერჯოლის, ხონისა და ტყიბულის გამგებლობის კანდიდატებმა კონკურენტი პარტიის გამგებლობის კანდიდატები დაამარცხეს.

ამინდი