შუალედური არჩევნები იმერეთში-ვის ირჩევს მოსახლეობა

ქუთაისში, ავტოქარხნის მოსახლეობა ქალაქის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
N1 ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატი, "ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ გიორგაძეა რეგისტრირებული. გიორგაძე N30 საჯარო სკოლის დირექტორია.
ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში 11 საარჩევნო უბანია. სპეცუბანი კი ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გახსნილი.
ოლქში 26 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცნობისთვის, N1 ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქი მაჟორიტარის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც მაჟორიტარმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესიკ ბრეგაძემ საქართველო დატოვა.
არჩევნები ტარდება თერჯოლის N49 საარჩევნო ოლქში. თერჯოლის მოსახლეობა მერს ირჩევს. მერობისთვის "ქართული ოცნები"-დან მანუჩარ რობაქიძე იბრძვის. საინიციატივო ჯგუფის სახელით წარდგენილმა კანდიდატმა კი კანდიდატურა მოხსნა. თერჯოლაში მერის შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც არჩეული მერი, ლაშა გოგიაშვილი გასულ წელს, ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
ტყიბულში, ქალაქის ქვედა ზონა საკრებულოში მაჟორიტარს ირჩევს. მაჟორიტარობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის-გიორგი კერესელიძე "ოცნებიდან", ხოლო
გიორგი გაგოშიძე დამოუკიდებელი კანდიდატია. შუალედური არჩევნების საჭიროება გასული წლის ზაფხულში მაჟორიტარის გარდაცვალებამ გამოიწვია.