სამტრედიელი ქათამი, რომელსაც თბილისში ოპერაცია გაუკეთეს, გარდაიცვალა
თარიღი : 27-04-2023, 15:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

სამტრედიელი ქათამი, რომელსაც თბილისში ოპერაცია გაუკეთეს, გარდაიცვალა.
"ჩემმა კოკომ ვერ გადაიტანა პოსტოპერაციული პერიოდი, ვერ მოერია ინფექციას სამწუხაროდ.
არ მინდოდა დაწერა იმიტომ, რომ ვიცი ესეც საღადაო გახდება ქვის ხანაში ჩარჩენილი ხალხისთვის...
ცოცხალი არსების დახმარება და გადარჩენა ვისთვისაც სასაცილოა, გულით მეცოდება ის ადამიანი იმიტომ, რომ ემპათიის ქონა დიდი ჯილდოა ცხოვრებაში და მათ არ გააჩნიათ.
არც ერთი წუთი არ მინერვიულია არც ერთ კომენტარზე და პოსტზე. მეტიც, ძალიან კარგია, რომ ხალხმა დაინახა რომ ზოგი ადამიანისთვის ქათმის სიცოცხლეც ღირებული და ძვირფასია.
ჩემთვის ძაღლი, კატა, ძროხა, ღორი, ქათამი, ბატი და ა.შ, ყველა ერთია, ყველა ცოცხალი არსებაა და ნებისმიერის დასახმარებლად წავალ, თუ დავჭირდები. იმის გამო, რომ თქვენ ჭამთ მათ, არ გაქვთ უფლება სხვას დასცინოთ ქათმის გადარჩენის გამო.
არ ვარჩევ ცხოველებს, ნებისიერი არსების სიცოცხლე ღირებულია და არც ერთი წუთი არ დავიშურებ
ჩემს შესაძლებლობებს მათთვის.
კარგად იყავი ჩემო პატარა მეგობარო,"-წერს ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე.
მისი თქმით, კვერცხის დადების დროს ქათამს ნაწლავი გამოუვარდა, რის გამოც დაკვლას უპირებდნენ, მან კი ქათამი თბილისში წამოიყვანა, სადაც ნაწლავის ოპერაცია გაუკეთა.