"ცაგერის მერობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მზად ვარ, არ დავიშურო ენერგია ჩემს გუნდთან ერთად სასიკეთო და მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის"

ცაგერობის მერობის კანდიდატმა ლევან ზალკანიანმა მოსახლეობასთან საარჩევნო შეხვედრები დაიწყო.
მერობის კანდიდატის თქმით, აქვს რეალური ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდეს დაწყებული პროექტების გაგრძელება.
"გავიზიარებ თითოეული ლეჩხუმელის პრობლემას. შევინარჩუნებ იმ ტენდენციას, რაც სახეზეა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ცაგერის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. მიზნად მაქვს დასახული, ყველას თანადგომით, დღითიდღე უფრო საინტერესო და კომფორტული გავხადო ლეჩხუმში ცხოვრება და სტუმრობა.
კარგად ვიცით, რომ ჩვენს წინაშე კვლავ არაერთი გამოწვევაა, კარგად ვიცი, რომ თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ და ჩვენი მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს არის.
ჩვენ გვაქვს რეალური ხედვა, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ დაწყებული პროექტები, როგორ უნდა მივაღწიოთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას.
ლეჩხუმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა. ამისთვის, საჭიროა კიდევ უფრო მოწესრიგდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაიზარდოს ლეჩხუმის ცნობადობა ტურისტული მიმართულებით. ასევე,
ლეჩხუმის საგზაო ინფრასტრუქტურის და წყალმომარაგების მოწესრიგება უმნიშვნელოვანესია ჩვენი კუთხისთვის.
ცაგერის მერობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მზად ვარ, არ დავიშურო ენერგია ჩემს გუნდთან ერთად სასიკეთო და მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის.
თითოეული ლეჩხუმელის თანადგომით, აუცილებლად გავიმარჯვებთ, ლეჩხუმის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის!,"-აცხადებს მერობის კანდიდატი.
ცნობისთვის, ცაგერში შუალედური არჩევნები 29 აპრილს გაიმართება.