Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლევან ხაბეიშვილი: ბიძინა ივანიშვილს სძულს ქუთაისი

თარიღი : 2-04-2023, 15:30 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" აქცია გაიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, აქციის მიზანს 9 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე მოსახლეობის მობილიზება და ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერა წარმოადგენს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, ქვეყანას მასიურად ტოვებენ მოქალაქეები, რაც მათი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამსახურებაა. ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, არ დაუშვებენ საქართველოს დაბრუნებას რუსულ ორბიტაზე, საბჭოთა კავშირში.

ქუთაისში გამართულ აქციაზე ასევე გაჟღერდა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნა.

"ბიძინა ივანიშვილს სძულს ქუთაისი. ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს ქუთაისი. სხვა შემთხვევაში, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი იქნებოდა,"-აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.


ნანახია: 239-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი