Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პირველად 'კლინიკა ბომონდში'-რა ინფორმაციას ავრცელებს კლინიკა?

თარიღი : 2-04-2023, 11:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"კლინიკა ბომონდში" პირველად შესრულდა რეგიონალური ანესთეზიის ერთ-ერთი სახე: მხრის წნულის ბლოკადა ინტერსკანალური მიდგომით.

სანამ უშუალოდ კოკნკრეტულ შემთხვევაზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ, "კლინიკა ბომონდი"-ს ანესთეზიოლოგი გიორგი კუბლაშვილი აღნიშნული მეთოდისა და მისი მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება.

"მხრის წნულის ბლოკადა  ეფექტური მეთოდია ზედა კიდურის ანესთეზიის უზრუნველსაყოფად მხრიდან თითების წვერამდე, რა დროსაც ხდება სხეულის აღნიშნული უბნის ინერვაციაზე პასუხისმგებელი ნერვული ბოჭკოების გაუტკივარება  ლოკალური საანესთეზიო მედიკამენტებით. მანიპულაცია აუცილებლად სრულდება ვიზულაური კონტროლით ექოსკოპიის ქვეშ. მისი დადებით მხარეებია: ოპერაციის მსვლელობაში შენარჩუნებული ცნობიერება, ზემო კიდურზე ოპერაციის მსვლელობაში სრული გაუტკივარება და ოპერციის შემდგომ ხანრძლივი დროით ანალგეზია ანუ ტკივილის არ ქონა, შესაბამისად პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ საჭიროებს ტკვილის მოხსნისთვის ნარკოტიკულ მედიკამენტებს, რაც პირდაპირ უპირატესობას წარმოადგენს ზოგად ანესთეზიასთან მიმართებაში.

რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ შემთხვევას: 30 მარტს ჩვენს კლინიკას მომართა პაციენტმა, რომელსაც ჰქონდა მხრის ძვლის მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა-მხრის ძვლის ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა. ესაჭიროებოდა მეტალოკონსტრუქციის ამოღება და თერაპიული აგენტის შეყვანა.

პაციენტის დატვირთული ანამნეზიდან გამომდინარე, შევთავაზეთ აღნიშნული ოპერაცია შეგვესრულებინა მხრის წნულის ბლოკადით. პაციენტს განემარტა, რომ ანესთეზიის ამ მეთოდის გამოყენებით მნიშვნელოვნად დავზოგავდით მის სასიცოცხლო რესურებს,"-ამბობს გიორგი კუბლაშვილი.

ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტი კლინიკაში მკურნალობის კურსს აგრძელებს.


ნანახია: 273-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი