Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არის წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, გვიან ღამით მოკლული ერთ-ერთი პირი?

თარიღი : 1-04-2023, 16:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ქუ­თა­ი­სი-წყალ­ტუ­ბოს გზა­ზე მკვლე­ლო­ბა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლუ­ლია ორი ადა­მი­ა­ნი. შემ­თხვე­ვა წუ­ხელ გვი­ან ღა­მით მოხ­და.

ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვა­სილ მე­ბუ­რიშ­ვი­ლია. ის წლე­ბის წინ მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამ­ჟა­მად მე­ბუ­რიშ­ვი­ლი ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. მას მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლები დარ­ჩა.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ სამ მე­გო­ბარს ერ­თმა­ნეთ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და, რა დრო­საც, ერთ-ერ­თმა სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ამო­ი­ღო. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ შემ­თხვე­ვით, ერთხელ გას­რო­ლილ ტყვი­ას ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მომ­ხდარ ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ ერთი პირი და­ა­კა­ვა.


ნანახია: 497-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი