Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახალხო დამცველი ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა

თარიღი : 1-04-2023, 13:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში იმყოფებოდა, სადაც შენობა დაათვალიერა და საცხოვრებელში განთავსებულ ბენეფიციარებს ესაუბრა.

"საცხოვრისში 80 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, შენობა ამორტიზებულია, სახურავი დაზიანებულია და ჩამოდის წყალი, გაუმართავია სადრენაჟე სისტემა.

მოსახლეობა წლებია განსახლებას ითხოვს, მაგრამ მხოლოდ დაპირებებს იღებს, მათი მდგომარეობა კი ყოველწლიურად უარესდება. ამასთან, მაცხოვრებელთა უმრავლესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს სოციალური დახმარების მოხსნის გამო.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებასა და შშმ პირთათვის სერვისებით სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფას. ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ამ ეტაპზე სათანადო საცხოვრებლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს,"-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.


ნანახია: 195-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უჩა ნანუაშვილი ქუთაისის მერიას მოუწოდებს, თავშესაფარში სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად მეტი ყურაღება გამოიჩინოს.
ქუთაისში მცხოვრები მზევინარ გაგოშიძე ადგილობრივი ხელისუფლებისგან თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვს.
ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნა გაასაჯაროვა.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, როგორც მას აცნობეს, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე 2017 წლის 24 თებერვალს

ამინდი