200-მდე დასაქმებული ღამეებს მეორე კვირაა ტრაილერში ატარებს-გერმანიაში მყოფი ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ

მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასები საკუთარი სამშობლოდან შორს - გერმანიაში გაფიცულმა სატვირთო მანქანების მძღოლებმა დახმარებისთვის საქართველოში, პროფკავშირების გაერთიანებას მომართეს.
200-მდე დასაქმებული ღამეებს მეორე კვირაა ტრაილერში ატარებს. გაფიცულები ყვებიან, რომ ერთმანეთისთვის საკვების ფულის გაზიარება უწევთ, რადგან რამდენიმე თვეა უხელფასოდ არიან, დამსაქმებელი კი მათთან კონტაქტზე არ გადის. როგორც აღმოჩნდა, ანალოგიურ პირობებში იმყოფებიან იტალიაში დასაქმებულებიც, რომლებიც საკუთარი ტრაილერებით გერმანიაში ჩავიდნენ და გაფიცვას შეუერთდნენ.
"პროფკავშირების გაერთიანებამ, ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები გამოვიყენეთ. დახმარებისთვის მივმართეთ პოლონეთისა და გერმანიის პროფკავშირებს. მედია საქმის კურსში ჩავაყენეთ და ჩავრთეთ, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) საგზაო ტრანსპორტის ზედამხედველობის ფონდი. მათი წარმომადგენლები ადგილზე სიტუაციის შესაფასებლად მივიდნენ, სამართლებრივი უფლებების დასაცავად, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ შესაბამისი მინდობილობები გააკეთა და აქტივობები დაწყებულია.
ასევე, გაფიცული ტრაილერის მძღოლებისთვის ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტები მიიტანეს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მადლობას ვუხდით პარტნიორ ორგანიზაციებს სოლიდარობისა და დახმარებისთვის!,"-აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.