სოფელ ბორითში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
თარიღი : 28-03-2023, 17:22 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. მათი ინფორმაციით, საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე ცაცხვის სახეობის სამასალე მერქანი.
"ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში. ეროვნული სატყეო სააგენტო კანონდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად მუშაობს,"-აცხადებენ სატყეო სააგენტოში.