Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში ცნობილი კომპოზიტორის, რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

თარიღი : 28-03-2023, 16:03 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
მაისში ხარაგაულში ცნობილი კომპოზიტორის, რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

მსმენელის წინაშე ხარაგაულის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ხარაგაულის ხმები“, "ხარაგაულის კვარტეტი“ და ინდივიდუალური შემსრულებლები კომპოზიტორის ძველი და ახალი სიმღერებით წარდგებიან. ცნობილმა კომპოზიტორმა ხარაგაულს ახალი სიმღერა აჩუქა. სიმღერას "ხარაგაულის ხმები“ შეასრულებს.

საკონცერტო სამზადისს რუსუდან სებისკვერაძე შეუერთდა. კომპოზიტორმა ვაჟთა ვოკალური ანსამბლის "ხარაგაულის ხმების“ მუსიკალურ ხელმძღვანელთან, მადონა გაფრინდაშვილთან ერთად რეპეტიცია გამართა და "ხარაგაულის ხმებს“ და ინდივიდუალურ შემსრულებელს, ლიზი კიკნაძეს პირადად მოუსმინა.

"სიამოვნებით მოვედი თქვენთან და მოგისმინეთ. ისე კარგად მღერიან ბიჭები, ისეთი კარგი მასწავლებელი ჰყავთ, მოხიბლული და აღფრთოვანებული დავრჩი. მე "ხარაგაულის ხმებს“ შარშან "ვარინკობაზე“ მოვუსმინე, სადაც ჩემი სიმღერა იმღერეს და გრან-პრი აიღეს, ძალიან მომეწონენ. არასდროს არ დავიშურებ ხარაგაულისთვის და ამ ბიჭებისთვის კარგ სიმღერებს,"-ამბობს რუსუდან სებისკვერაძე.


ნანახია: 377-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დღისთვის ხარაგაულში სტუმრად რევაზ ლაღიძის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება.

ამინდი