29 მარტს წყალტუბოში სტარტს სასკოლო ოლიმპიადა აიღებს
თარიღი : 28-03-2023, 14:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმ მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც იმერეთის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.
სასკოლო ოლიმპიადა 29 მარტს სტარტს წყალტუბოში აიღებს. ოლიმპიადა სპორტის 8 სახეობაში იმართება (ფრენბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი, კალათბურთი 3X3, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, გეზმრბენი, მხიარული სტარტები). ქუთაისი სპორტის 4 სახეობას უმასპინძლებს.
ოლიმპიადა აპრილის ბოლოს, ქუთაისში სპორტის სასახლეში დაიხურება. რეგიონული თამაშების ჩემპიონები მონაწილეობას დასავლეთ საქართველოს ზონალურ ტურში მიიღებენ, იქ გამარჯვებულები კი ფინალურ თამაშებს ითამაშებენ, რომელიც თბილისსა და ანაკლიაში გაიმართება.