'პარიზში ქართული ხელოვნების ნამდვილი ზეიმი იყო,'-ქუთაისელი მოსწავლეების ნახატები პარიზში გამოფინეს
თარიღი : 27-03-2023, 10:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მორიგი გამოფენა გამართეს. გამოფენაზე 51 მოსწავლის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
გამოფენას საფრანგეთში საქართველოს ელჩი და პარიზში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ.
"პარიზში გუშინ ნამდვილი ქართული ზეიმი იყო. დავიწყოთ იქედან, რომ 51 ქართველი მხატვარი ბავშვი, მოსწავლე და ახალგაზრდა საკუთარი ნამუშევრით წარსდგა გამოფენაზე და საოცარი სიმაღლე გვიჩვენეს. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრისთვის ეს უკვე მეორე გამოფენა იყო საფრანგეთის დედაქალაქში. გამოფენის გახსნას საქართველოს ელჩი საფრანგეთში ბატონი გოჩა ჯავახიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. ასევე, გვსტუმრობდა ახალი დესპანი ქალბატონი ეკატერინე, რომელიც ამ დრომდე ბრიტანეთში იყო ჩენი კონსული.
გამოფენაზე მოვიდნენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები, რომლებმაც ყველაზე მეტად გაგვახარეს და ათასი მადლობა ფრანგულ გამომცემლობა "მედუზას" ხელმძღვანელს, ძვირფასს მაიკო უგრეხელიძეს, რომლის გარეშე ეს დღე უბრალოდ ვერ შედგებოდა. ეს ის მაიკოა, რომელმაც ქართული ზღაპრები ფრანგულად თარგმნა და ჩვენი ბავშების ნახატებით გააფორმა.
მოკლედ ეს იყო უმაგრესი დღე, ნამდვილი ქართული ხელოვნების ზეიმი პარიზში, რომლის ორგანიზატორები ჩემი საუკეთესო მეგობრები-ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელები -ნატალი პატარიძე და ხათუნა სოფრომაძე გახლდნენ,"-წერს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.